ახალი ამბები
,,ვაქცინის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა'' - ივანე ჩხაიძე
FaceBook
საქართველოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ დაიკლო.
იაშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლო 2 თვის განმავლობაში არ ყოფილა.

ივანე ჩხაიძის თქმით, მეტი რეკლა და აქტიობაა საჭირო.

''ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ციფრები ამ კვირის განმავლობაში და ისევ დავუბრუნდებით თუ არა 20 000-იან ზღურბლს, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას ქვეყანას. ძალიან საგანგაშო ნიშანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემცირებას სწრაფად მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print