ახალი ამბები
კორონავირუსის 21 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 46 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 243 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 598 396 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 565 773 პირი, ხოლო გარდაცვლილია 8 621 ადამიანი.

21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.21 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.65%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 470   ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 492, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 161, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 319, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.
Print
თეგები: #სტატისტიკა