ახალი ამბები
"გირჩი" ქუთაისში ადგილობრივი მთავრობის კონტროლს იწყებს
FaceBook
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ქუთაისის ოფისი ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლს იწყებს.

ამ მიმართუებით "გირჩთან" არსებული სტუდენტთა მონიტორინგის ჯგუფი მუშაობას 1 დეკემბრიდან შეუდგება. ჯგუფის წევრები ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მონიტორინგს გაუწვენ და გადამოწმებენ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების სისწორეს.

"გირჩის" ქუთაისის ორგანზაციაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის მიზანი საზოგადოების ინფორმირება, ჩართულობა და თვითმმრთველობის საქმიანობის კონტროლია.

ორგანიზაციაში ასევე, განმარტავენ, რომ ქუთაისლებს რეალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

Print