ახალი ამბები
კლინიკა ,,ბომონდში'' კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ
FaceBook
კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.
ტყუპები, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხანს გადიოდნენ მკურნალობის კურსს.

ორივე ტყუპის ფილტვი პნევმონიით სრულად იყო მოცული.

"ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა," - აცხადებს კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

ტყუპი ახალშობილები ქუთაისის კლინიკაში 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ.

8 კვირის ინფიცირებული ორსულისთვის, საკეისრო კვეთის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ოჯახის წევრებმა თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, იგი 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

47 წლის ქალი შვილს 10 წელი ელოდა.

Print