ახალი ამბები
,,ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია'' - თამარ გაბუნია
FaceBook
ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ორსულებისთვის გამოყოფილად ცალკე ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიება არ იგეგმება.

,,რა თქმა უნდა, იცრებიან ორსული ქალბატონები, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ერთეული შემთხვევებია მხოლოდ ჯერ. კონკრეტულად ორსულებთან დაკავშირებით ცალკე ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიება რთულია გამოვყოთ, თუმცა საგანმანათლებლო მუშაობა დაწყებულია. ორსულების ანუ ანტენატალური სერვისის მიმწოდებლების ტრენინგი დაწყებულია. გაეროს მოსახლეობის ფონდი გვეხმარება, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ასევე, ვაქცინაციის სიკეთეებთან დაკავშირებით პროტოკოლი გადაიხედა, საინფორმაციო კამპანია გაძლიერდა, მაგრამ განსაკუთრებული სტიმულები მხოლოდ ორსულებისთვის არაა დაგეგმილი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ. ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print