ახალი ამბები
ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. 
ხატია დეკანოიძემ ფარული მოსმენებისა და მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. 

ხატია დეკანოიძის თქმით, მისი საუბარი ამერიკის და ისრაელის ელჩებთან ავთენტურია და სუს-ის მას ფარულად უსმენდა.

,,ყველა ადამიანმა ვისზეც გავიდა ინფორმაცია საჯარო სივრცეში, ვისზეც ხორცილდებოდა ფარული მიყურადებაა, უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში.ჩემი ეპიზოდიც, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებით, რეალურად ჩემი საუბარი იყო. მათ შორის ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოებთის წარმომადგენლებთან. ამიტომ მე დღეს შევიტანე სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება.'',- განმარტავს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, უკანონო მოსმენაზე გამოძიება აუცილებად უნდა დაიწყოს სწორედ ამის გამო მიმართა უწყებას, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.

ხატია დეკანოიძემ მოუწოდა ყველა მოქლაქეს, ვისაც სუს-ი უსმენს სარჩელი შეიტანოს სამართალდამცავ უწყებებში და დაიცვან თავიანთი უფლებები.

სუსიდან გამოტანილი ფარული ჩანაწერები 13 სექტემბერს გასაჯაროვდა. 


Print