ახალი ამბები
ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 40.1%-ით გაიზარდა
FaceBook
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 40.1%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში ქვეყანამ მთლიანად 1351.492 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მოხმარებამ 964.538 მლნ კვტ-სთ იყო.

ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდასთან ერთად გაიზარდა მისი გენერაციაც. 

2020 წლის აგვისტოში საქართველოში სულ გამომუშავებული იყო  948.562 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1202.617 მლნ კვტ-სთ-ით გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით,  აგვისტოში ჰესებმა ჯამში 1023.854 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 173.237 მლნ კვტ-სთ.
Print