ახალი ამბები
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება
FaceBook
ინგლისში, დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება.

the guardian-ის ინფორმაციით, პროგრამა ძირითადად სკოლებში განხორციელდება და ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ თვლიან, რომ მათი სკოლის შენობებთან საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი.

12-15 წლის ბავშვების აცრა შოტლანდიასა და უელსში მიმდინარე კვირაში დაიწყება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ამ ასაკის მოზარდებს ვაქცინაციას ოქტომბრიდან შესთავაზებენ.
Print