ახალი ამბები
საქართველოში ჩატარებულია 1 629 582 აცრა
FaceBook
18 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 629 582 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 940 424 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9%

სრულად ვაქცინირებულია 689 158 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.1%

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print