ახალი ამბები
ქუთაისის კლინიკაში ინფიცირებული ტყუპი ჩვილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა
FaceBook
ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 31 დღის ტყუპი ჩვილები კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
კლინიკაში ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ, თუმცა განმარტავენ რომ მათ გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ.

"ფილტვების 80% მოცული აქვს პნევმონიას. იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. ჩვილები არიან დღენაკლული, კოვიდმა კი მათი მდგომარეობა ათჯერ უფრო დაამძიმა, ყველაფერი კეთდება მათ გამოსაჯანმრთელებლად", - განმარტავენ კლინიკა ,,ბომონდში''.

ტყუპი ახალშობილები ქუთაისის კლინიკაში 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ.

8 კვირის ინფიცირებული ორსულისთვის, საკეისრო კვეთის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ოჯახის წევრებმა თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, იგი 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

47 წლის ქალი შვილს 10 წელი ელოდა.
Print