ახალი ამბები
ჩინურმა კომპანიამ ქუთაისის მერიას 500 ცალი ქურთუკი გადასცა
FaceBook
500 ცალი ქურთუკი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა მერიის სოციალურ სამსახურში მიიტანეს.


ქუთაისის მერიას ჩინურმა კომპანიამ საჩუქარად ზამთრის ქურთუკები გადასცა. 500 ცალი ქურთუკი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა მერიის სოციალურ სამსახურში მიიტანეს.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, ჩინური კომპანიისგან მიღებულ ქურთუკებს მრვალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ. ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ მსგავსი ჰუმანიტარული აქცია თბილისშიც განახორციელა.
Print