ახალი ამბები
კორონავირუსის 17 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 56 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2192 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 591 766 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 556 810 პირი, ხოლო გარდაცვლილია 8 446 ადამიანი.

16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.20%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716  შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 321, ქვემო ქართლი - 103, შიდა ქართლი - 134, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 292, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი -38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.
Print
თეგები: #სტატისტიკა