ახალი ამბები
საქართველოში მიმდინარე წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა
FaceBook
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით  21 839 ბავშვი დაიბადა, ხოლო ამავე პერიოდში 25 821 ადამიანი გარდაიცვალა.

2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის) - 3 982 ადამიანია. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარასა (717) და ქვემო ქართლში (195).

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 43 ადამაინი გარდაიცვალა.
Print