ახალი ამბები
კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმება დაიწყო - ვის ეხება ამნისტია
FaceBook
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმება დაიწყო.

ამნისტია იმ პირებზე ვრცელდება, ვინც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა. პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება.

საუბარია 20 358 ადამიანზე, რომელმაც კარანტინის ან იზოლაციის წესი დაარღვია და 33 242 პირზე, რომელიც პირბადის არგამოყენების ან არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს. ჯარიმისგან სულ 53 600 ადამიანი გათავისუფლდება. ჯამში კი, აღსრულების ეროვნული ბიურო დაჯარიმებულ მოქალაქეებს 47 972 762 ლარს ჩამოაწერს.
Print