ახალი ამბები
ქუთაისსა და კრაკოვს შორის ავიამიმოსვლა განახლდება
FaceBook
28 სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან,   "ვიზეარი" კრაკოვის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აღადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

კრაკოვი-ქუთაისი-კრაკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორჯერ  შესრულდება, ხოლო ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც გამგზავრება 28 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდება.
Print