ახალი ამბები
"შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონემ მოიმატოს" - გარემოს ეროვნული სააგენტო
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი ორი დღის განმავლობაში უხვ ნალექს პროგნოზირებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

ამინდის შემსწავლელი სამსახურის ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ სააგენტოში.

არამდგრადი ამინდები ქვეყანაში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
Print