ახალი ამბები
რას ამბობს იოსებ ხახალეიშვილი სუსის ჩანაწერებზე
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა, "ქუთაისიპოსტთან", რამდენიმე დღის წინ,  მედიით გავრცელებულ სუსის ჩანაწერებზე ისაუბრა.
მერობის კანდიდატი გავრცელებულ ინფორმაციას შეთხზულს უწოდებს და ამბობს, რომ იმ დროს,
როცა მისი თქმით, ეს ვითომ ჩანაწერები გაკეთდა, იგი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა.

"ვინც ეს შეთხზა და მერე გააზიარა, არის სამარცხვინო. ცხადია, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ჩვენი მხრიდან პასუხგასაცემი, მაგრამ რომ დავფიქრდით, ისინი  ჩემგან პასუხს ნამდვილად არ იმსახურებენ. ეს არის ჩვენი ქალაქის შეურაცხყოფა და ამაზე მოსახლეობა ნამდვილად გასცემს პასუხს. იმ დროისთვის,  როცა ვითომ ეს განხორციელდა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ამ მოცემულობაში ეს მითუმეტეს გამორიცხულია.  ეს ამბავი არის თავიდან ბოლომდე შეთხზული. რატომღაც მეგონა, რომ ოპოზიციური პარტიის კანდიდატები და წარმომადგენლები ამას გაემიჯნებოდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს, ესეც ძალიან სამწუხაროა. მინდა გითხრათ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ფაქტები ნამდვილად არ ხდება და მე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით", -  ამბობს იოსებ ხახალეიშვილი. 

მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერების გავრცელება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. 

მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში იოსებ ხახალეიშვილი ფიგურირებს როგორც სუსის აგენტი. 

Print