ახალი ამბები
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ერთმანეთს ტაქსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა ტაქსის მძღოლი და მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი დედა-შვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
Print