ახალი ამბები
"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისის მერიას ტყუილსა და კორუფციაში ადანაშაულებს
FaceBook
ქუთაისში ,,ლეიბორისტული პარტიის'' მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ, ჭავჭავაძის გამზირზე მოსაცდელების მოუწესრიგებლობა გააპროტესტა და მერია ტყუილში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მერია ცრუობს, როცა ამბობს რომ ქალაქში არსებული 338 მოსაცდელიდან 111-ია მოწყობილია. სინამდვილეში, ზოგიერთ ხალხმრავალ ადგილებში მოსაცდელიც კი არ არსებობს.

"მერია გვეუბნება, რომ არსებული მოსაცდელებიდან 111-ია  მოწყობილი, თუმცა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი.
ჩვენ სპეციალურად ავირჩიეთ ჭავჭავაძის გამზირი, სადაც საერთოდ არ არის გაჩერება. გარდა იმისა, რომ მერიამ ვერ აიძულა კომპანია, რომ  მოეწყო დამატებითი ინფრასტრუქტურა, რაც ხელშეკრულებაში წერია, მერიასა და კომპანიას შორის იკვეთება კორუფციული გარიგების ნიშნები, რადგან ჩვენ ვხედავთ როგორ ეფექტურად იყენებს ამას მმართველი გუნდი, როცა მოსაცდელებში თავიანთი კანდიდატის სარეკლამო ბანერებს აკრავს", - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც ერთ-ერთი ხალხმრავალი ქუჩაა,  ამ დრომდე არ არის მოსაცდელი. მერიას, გაჩერების ადგილები ქალაქის მასშტაბით ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა მოეწყო, თუმცა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამაზე მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანის წინაც არ იზრუნა.

მერიას არსებულ მოსაცდელებში ელექტრონული ტაბლოებიც უნდა დაემონტაჟებინა,  თუმცა, არც ეს დაპირება შეასრულა.



Print