ახალი ამბები
15 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების შერჩევაზე იმერეთიდან 8 ფეხბურთელი გამოიძახეს
FaceBook
15 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, გიორგი ნემსაძე ხელმძღვანელობს.

საქართველოს 15 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში მოსახვედრად შერჩევაზე იმერეთის რეგიონიდან 8 ფეხბურთელი გამოიძახეს.

მიმდინარე წლის 8 და 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ჩატარდა 15 წლამდე ფეხბურთელთა შერჩევა. იმერეთის ნაკრები შეხვდა გურია-აჭარისა და სამეგერელოს ნაკრებებს. აღნიშულ თამაშებზე დაკვირვებას აწარმოებდა 15 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე, რის შედეგადაც საუკეთესო ფეხბურთელები შეირჩა.

სვანიძე მურმანი, წაქაძე ირაკლი, აბზიანიძე გიორგი, ბოჭორიშვილი ვახო, ბარაბაძე ლუკა, ფერაძე ბესარიონი, ნარიშელაშვილი ნიკოლოზი, მუკბანიანი გივი - ეს ის ფეხბურთელები არიან, ვინც 15 წლამდელთა ნაკრებში მოსახვედრად შერჩევას გაივლიან.

აღსანიშნავია, რომ გამოძახებული ფეხბურთელებიდან 6 ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში ირიცხება, ერთი ფეხბურთელი სამტრედიელია და ერთიც - ესტაფონელი.

ფეხბურთელები დღეს ტექნიკურ ცენტრ "ბასა"-ზე შეიკრიბებიან. მატჩი, რომლიდანაც 15 წლამდელთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა გახდება ცნობილი ხვალ გაიმართება.

საქართველოს 15 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, გიორგი ნემსაძე ხელმძღვანელობს.


Print