ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება ჯერ არ დაწყებულა
FaceBook
დედაქალაქისგან განსხვავებით, სადაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს პროდუქტები უკვე მიუვიდათ, ქუთაისში ეს პროცესი არ დაწყებულა. შეფერხების მიზეზი საკვებ პროდუქტებზე ტენდერების გვიან გამოცხადება გახდა. 

ქუთაისის ბაგა - ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი,  დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ შესყიდვების გამოცხადება სწავლის გადადების გამო დაუგვიანდათ. 

"რადგან სწავლა გადაიდო ოქტომბრისთვის, მაშინვე გამოვაცხადეთ ტენდერები. Მოგეხსენებათ, კვების ტენდერი არის სხვა და პროდუქტების დარიგების -  სხვა,  სხვადასხვა ფორმატით ტარდება, ამიტომ იძულებული ვიყავით ერთთვიანი ტენდერი გამოგვეცხადებინა. ველოდებით დღე- დღეზე დასრულებას.  თუკი ტენდერის მხრივ შეფერხება არ იქნება,  მომდევნო კვირაში ჩვენც დავარიგებთ
", - ამბობს დავით წიტაიშვილი. 

ჯერ გარკვეული არ არის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ზუსტი რაოდენობაც.

"Სექტემბრის დასაწყისში დავიწყეთ რეგისტრაცია, რომელიც გრძელდება 17 სექტემბერამდე. Ასე, რომ ჯერ არ გარკვეულა რამდენი აღსაზრდელი გვეყოლება".


აღსაზრდელებისთვის დასარიგებელ ერთ ნობათში შედის:

1 კგ. ფქვილი, 1 კგ ბრინჯი, 1კგ. შაქარი, 1კგ ბურღული, ათი ცალი კვერცხი, ერთი ბოთლი ზეთი, ორცხობილა, მაწონი, კარაქი.
სულ 9 სახეობა.


ქუთაისში 37 სახელმწიფო ბაღია.

Print