ახალი ამბები
2515 ინფიცირებული, 60 გარდაცვლილი - 15 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი 2 515 ადამიანს დაუდასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2829 პირი, გარდაიცვალა 60 ადამიანი.

ჯამური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე​ კორონავირუსი დადასტურებული აქვს 587 551 ადამიანს. გამოჯანმრთელებულია 551 780 ხოლო, გარდაცვლილია 8 347 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81%.

რეგიონების მიხედვით 15 სექტემბრის მონაცემები ასე ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი - 338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 398.
Print