ახალი ამბები
ზესტაფონის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
FaceBook
ევროკავშირის დაფინანსებით, ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

ტერიტორიის კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა, მთლიანად დაიტვირთება პარკში არსებული აუთვისებელი ნაწილი. "ირინეს ბაღის" უკან მდებარე ტერიტორიაზე, ატრაქციონები განთავსდება. მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა.

კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანამონაწილეცაა ევროკავშირი.

ცენტრალური პარკის რეკონსტრუქციისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა.
Print