ახალი ამბები
ვაქცინაცია ლურჯ ავტობუსში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ვაქცინაციის ერთი მოძრავი პუნქტია.

ლურჯი ავტობუსი, რომელიც შესაბამისი მოწყობილობითაა აღჭურვილი, ჭავჭავაძის გამზირზე, "კეჩის" ბაზრობის მიმდებარედ, ყოველდღიურად მორიგეობს აცრის მსურველების მოლოდინში.

ამცრელმა პუნქტმა მაშინ დაიწყო მუშაობა, როცა კოვიდრეგულაციების გამო ტრანსპორტზე შეზღუდვა დაწესდა. 

ამცრელ პუნქტში აცრისთვის საჭირო ყველა კომპონენტია მობილიზებული.



"Როცა ტრანსპორტი არ მოძრაობდა,  უფრო მეტი მომართვიანობა იყო. Ახლა, შედარებით შემცირდა, თუმცა, მაინც არიან მსურველები. პაციენტები Ხშირად აუქმებენ კლინიკებში ჯავშანს და აქ იცრიან, იმიტომ, რომ მოსახერხებელია რიგისა და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრის გაკეთება", - ამბობს ექიმი თამარ ხვიჩია.

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში აცრის მსურველს მხოლოდ პირადობის წარდგენა სჭირდება. აცრის წინ იგი პროტოკოლით გათვალისწინებულ მოკლე ანკეტას შეავსებს და შემდეგ იცრის შერჩეული ვაქცინით.

Მოთხოვნა უმეტესად "ფაიზერის" ვაქცინაზეა.

Ავტობუსში გამოყოფილია პირველადი დახმარების სივრცეც.

"გართულების შემთხვევა არ გვქონია, თუმცა, გვაქვს საამისოდ საგანგებოდ მომზადებული ადგილიც და აპარატურაც. თანაც, ამცრელ პუნქტებში გამოცდილი ექიმები მუშაობენ", - ამბობს ექთანი ნინო მაღლაფერიძე.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ქუთაისში ათი დღეა რაც ფუნქციონირებს.

Print