ახალი ამბები
,,მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას'' - პატიმრების ოჯახის წევრების აქცია ქუთაისში
FaceBook
პატიმრების ოჯახის წევრებმა, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ციხეებში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება გააპროტესტეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებების განტვირთვა მოითხოვეს.

ადვოკატ ნათია ჩხეტიანის თქმით, ხელისუფლებამ ციხეებში ამნისტია უნდა გამოაცხადოს.

,,გასაგებია და ვაანალიზებთ იმას, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის მიზნით, მაგრამ შეზღუდვა უნდა ყოფილიყო შესაბამისი, რისი მოწოდებაც იყო ჯანმოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ჩვენს ქვეყანაში კი პატიმრები და სასჯელაღსრულებაში დასაქმებული პირები ერთიანად გამოკეტეს, ეს ყველა კანონს ეწინააღმდეგება''-, ამბობს ადვოკატი ნატია ჩხეტიანი.

აქციის მონაწილეები თქმით, ორი წლის განმავლობაში მათ პატიმრებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

,,ორი წელია ჩემი შვილი არც მინახავს და არც მილაპარაკია მასთან, არ ვიცი ასე რომელ ქვეყანაში ხდება. მოვითხოვთ, ყველა პატიმარს შეეხოს შეღავათი,  1/4 მაინც მოაკლდეთ'',- ამბობს პატიმრის დედა ირმა კაპანაძე.

პატიმრების ოჯახის წევრების აქციას შეუერთდა ყოფილი პატიმარი გოგი წულაია.

აქცია ქუთაისის პარალელურად თბილისშიც მიმდინარეობს.

პატიმრების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ციხეებში კორონავირუსი უკონტროლოდ გავრცელდა. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ახლობლების მიერ მომხდარის ღიად საუბრის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა ინფორმაცია დაედასტურებინა.
Print