ახალი ამბები
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გამარჯვებულები ცნობილია
FaceBook
დღეს, 12 საათზე, ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გათამაშებაში 160-მა ადამიანმა 100 და 500 ლარი მოიგო. ფულადი პრიზი გათამაშდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, თანხა მოიგო 8 ადამიანმა ქუთაისში, ფულადი პრიზები გათამაშდა სამტრედიაში, ხარაგაულსა და საჩხერეში. ყველაზე მეტი გამარჯვებული თბილისშია. 

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ფულად ჯილდოებს ყოველდღიურად გაათამაშებს.

ჯამური საპრიზო ფონდი იქნება 2 მლნ 800 ათასი ლარი. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი დაწყებული 100 ლარიდან. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება.

Print