ახალი ამბები
ავთანდილ ხურციძე აშშ-ს საპატიმროს დღეს დატოვებს
FaceBook
ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, ამერიკულ ციხეს დღეს დატოვებს.

ამის შესახებ ინფორმაცია
მან სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

ქუთაისელი მოკრივის თქმით, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება კარგი ყოფაქცევის გამო მოხდა.


,,მინდა გაცნობოთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც გახლავართ მე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი''- წერს ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში.

ავთანდილ ხურციძე ვრცელ წერილში წერს, რომ  საპატიმროს დატოვების შემდეგ  სპორტულ კარიერას დაუბრუნდება, თუმცა, როგორც სპორტსმენის დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი შვილი
საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.

ავთანდილ ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.

ქუთაისელი მოკრივე ზედმეტსახელით  "ჩაქუჩა", 2017 წელს დააკავეს. მას ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდა. მასთან ერთად დაკავებულ 14 პირს თაღლითობასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდნენ.

ავთანდილ ხურციძეს 2016-2017 წლებში მოპოვებული აქვს WBO -ს ინტერნაციონალური ქამარი და WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული.

Print