ახალი ამბები
როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია ნიკიტინის სკვერი (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ნიკიტინის სკვერში, რომლის მოწყობაც ქუთაისის მერიას 370 244 ლარი დაუჯდა, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული.

ტერიტორიაზე ბეტონის ფილები ხარვეზებითაა დაგებული, უხარისხო საღებავითაა შეღებილი რკინის კონსტრუქციები, არ მუშაობს ერთადერთი ე.წ. სოკო შადრევანი. ეს იმ ფონზე, როცა შემსრულებელ კომპანია "გლობალ სტანდარტმშენს" მერიამ ორჯერ გადაუვადა სამუშაოები და თანხის ღირებულებაც გაუზარდა. შპს-ს ბოლო ვადა მიმდინარე წლის 29 აგვისტოს ჰქონდა, თუმცა, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ობიექტი ჩაბარებული არ არის. ადგილობრივი თვითმმართველობა სკვერის ხარვეზებით მოწყობას აღიარებს და ამბობს, რომ ობიექტი მანამდე არ ჩაბარდება, ვიდრე შემსრულებელი შეცდომებს არ გამოასწორებს.

"უნდა აღიწეროს ხარვეზები, გაეგზავნოს შემსრულებელს და მათი გამოსწორების შემთხვევაში ჩაბარდება ობიექტი",
- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ნიკიტინის სკვერი, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული ატრაქცია უნდა ყოფილიყო, ასე გამოიყურება:




ბეტონის ფილები ნიკიტინის სკვერში

ე.წ ,,სოკოს შადრევანი'' რომელიც არ მუშაობს
ოუწესრიგებელია სკვერთან მისასვლელი გზა


სულ სხვაგვარ სკვერს გვპირდებოდა მერია მიმდინარე წლის დასაწყისში


ნიკიტინის სკვერში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა ქუთაისში ირაკლი კიკვაძემ. მან ქუთაისის მერია კორუფციაშიც დაადანაშაულა.

რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ სკვერს თამაზ ნიკიტინის სახელი 2008 წელს მიენიჭა. თამაზ ნიკიტინი რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა.
Print