ახალი ამბები
იმერეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 839 პირი აიცრა
FaceBook
იმერეთში,  ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 839  აცრა ჩატარდა.

12 სექტემბრის მონაცემებით,  სულ ჩატარებულია 1 491 371 აცრა, დღიურად აცრილია - 14 703 პირი.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 897 427 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.4%, სრულად ვაქცინირებულია 593 944 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 20.8%

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე.


წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში. ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.



Print