ახალი ამბები
"ნიკიტინის სკვერი კორუფციულ ინტერესებს შეეწირა"
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ქუთაისში ირაკლი კიკვაძე,  ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ნიკიტის სკვერი მერიამ ისე ჩაიბარა, რომ მისი ხარისხი არ შეუმოწმებია.

,,ეს არის კორუფციულ ინტერესებს შეწირული პროექტი, "ქართულმა ოცნებამ" იგივე ბედი არგუნა ნიკიტინის სკვერს,  რაც თეთრ ხიდს. თანხის ნაწილი წავიდა ჩინოვნიკების ჯიბეში, ნაწილი კი გაატანეს მდინარე რიონს. სოფლის ორღობეში უკეთესი გზაა,  ვიდრე ეს ფილები, რომელიც უსწორმასწოროდაა დაგებული, ონკანიც კი უკუღმა დაამონტაჟეს''–, ამბობს ირაკლი კიკვიძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სკვერი ჯერ ჩაბარებული არ არის და კომპანია ხარვეზებს გამოასწორებს.

ქუთაისში, თამაზ ნიკიტინის ქუჩაზე  სკვერის მოსაწყობად 347 732 ლარი დაიხარჯა.


26 წლის ქუთაისელი თამაზ ნიკიტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ემსხვერპლა. ახალგაზრდა ჯარისკაცის ომში დაღუპვის შემდეგ, ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი უწოდეს.
Print