ახალი ამბები
შსს–მ ქუთაისსა და თბილისში საბრძოლო მასალის ფლობისთვის სამი პირი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისსა და თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

პოლიციამ ფაქტზე სამი პირი დააკავა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისში დაკავებულია 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ტ. მისი პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, "ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.
ასევე თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული ი.ბ. პოლიციამ, მისი პირადი ავტომობილის ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print