ახალი ამბები
საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
FaceBook
დღეიდან მოქალაქეებს, ვისაც კერძო ავტომანქანა არ ჰყავს, გაძვირებული ტაქსით მგზავრობა აღარ მოუწევს.


13 სექტემბერს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საკოორდინაციო საბჭომ, ყველაზე ღარიბ სოციალურ ფენას მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, 14 აგვისტოს, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მოტივით შეუზღუდა. ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდნენ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მათი ხარჯები. მსგავსი რეგულაცია არ მოქმედებდა კერძო ავტომანქანის მფლობელებისთვის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი
Print