ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისია ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სიებთან დაკავშირებულ ხარვეზებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნების მუშაობაში შეფერხებები არ არის.

ქუთაისის მერობის კანდიდატს ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძეს, რომელმაც საუბნო კომისიებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. ლარინა ლალიაშვილის თქმით, სიების გაკვრისა და შედგენის სტანდარტები დაცულია.

"16-ე უბანზე, ქალბატონი ხატია დეკანოიძე ამტკიცებს რომ ადამიანები ვერ პოულობენ საკუთარ თავს სიებში, ჩვენს მიერ მოპოვებული ცნობებით, მოცემულ უბანზე გამოკრული კედლის სიები არსებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. რაც შეეხება 43-ე უბანს, გადამოწმების შედეგად, 43-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უარყოფენ გაჟღერებულ ინფორმაციას და აღნიშნავენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში გადასატანი ყუთის სიის შედგენა მიმდინარეობას კანონით განსაზღვრული წესი
თ", - განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა  N70-ე უბანზე, რომელიც სპორტულ დარბაზ "კოლხიდა"-ს შენობში მდებარეობს. მისი თქმით, სივრცე, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს დაფარულია სპორტული ლეიბით, რომლის აღება ვერ მოხერხდა, რადგან ეს ხელს შეუშლიდა სპორტული სკოლის ფუნქციონირებას. ამის გამო, 70-ე უბანი გადატანილია დროებითი განთავსების ადგილზე, უბნიდან 200 მეტრში. უბნამდე მისავლელი გზა კი მითითებულია ისრებით.

"სიებთან გამოკრულია საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ტელეფონის ნომრები, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან გაუგებრობა, რომელიც არსებულ სიტუაციას შეიძლება გამოეწვია", - განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ქუთაისის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საარჩევნო სიებში და საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კონკრეტულ უბნებზე სიები ამომრჩევლისთვის მიუწვდომელ ადგილებზეა გამოკრული, დარღვევებია გადასატანი ყუთების სიებშიც, რამდენიმე საარჩევნო უბანი კი დაკეტილია. მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" დაბრკოლებებს გააზრებულად ქმნის, რათა ამომრჩეველი დააბნიოს.

მერობის კანდიდატმა ცესკოს და ქუთაისის საოლქო კომისიას ხარვეზების დაუყოვნებლივ აღმოფხვრისკენ მოუწოდა.


Print