ახალი ამბები
ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს
FaceBook
ორშაბათიდან,  მოქალაქეებს, ვისაც კერძო ავტომანქანა არ ჰყავს, გაძვირებული ტაქსით მგზავრობა აღარ მოუწევს.

13 სექტემბერს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

საკოორდინაციო საბჭომ, ყველაზე ღარიბ სოციალურ ფენას მუნიციპალური ტრანსპორტით გადააგდილება, 14 აგვისტოს,  მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მოტივით შეუზღუდა. ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდნენ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მათი ხარჯები. მსგავსი რეგულაცია არ მოქმედებდა კერძო ავტომანქანის მფლობელებისთვის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. 12 სექტემბერს კოვიდ 19 კიდევ 1838 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 39 პირი.
Print