ახალი ამბები
"მოვუწოდებ ცესკოს, დაუყოვნებლივ გამოასწოროს ხარვეზები" - მერობის კანდიდატი ქუთაისის საარჩენო სიებზე
FaceBook

 

ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძე საარჩევნო სიებში და საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, კონკრეტულ უბნებზე სიები ამომრჩევლისთვის მიუწვდომელ ადგილებზეა გამოკრული, დარღვევებია გადასატანი ყუთების სიებშიც, რამდენიმე საარჩევნო უბანი კი დაკეტილია. მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება"  დაბრკოლებებს გააზრებულად ქმნის, რათა ამომრჩეველი დააბნიოს.

"მე, როგორც შევპირდი ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქუთაისში, ყველა დარღვევა იქნება ასახული, მათ შორის, კონკრეტული ფაქტები იქნება ცნობილი ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის და ეუთო ოდირის ჯგუფებისთვის. ეს დარღვევები არის საკმაოდ მძიმე და მოვუწოდებ ცენტრალურ და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას, გამოვლენილი ხარვეზები იყოს დაუყოვნებლივ გამოსწორებული"
, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, დარღვევები გამოვლინდა #16-ე,  #19-ე, #107-ე და  #120-ე უბნებზე.

 

Print