ახალი ამბები
1 838 ინფიცირებული, 39 გარდაცვლილი - 12 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 1838 ადამიანს დაუდასტურდა.


გამოჯანმრთელდა 5 289 პირი, გარდაიცვალა 39 ადამიანი.

ჯამური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე​ კორონავირუსი დადასტურებული აქვს 580 869 ადამიანს. გამოჯანმრთელებულია  541 610,  ხოლო, გარდაცვლილია  8 185 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.79%.

რეგიონების მიხედვით 12 სექტემბრის მონაცემები ასე ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 72, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 198, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 31 048, საიდანაც:

6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 719, იმერეთში - 1 073.
Print