ახალი ამბები
100 000 დოზა "სინოფარმი" უკვე საქართველოშია
FaceBook
საქართველოს ,,წითელმა ჯვარმა'' ჩინეთის ,,წითელი ჯვრისგან'' 100 000 დოზა ,,სინოფარმი'' მიიღო.


საჩუქრად მიღებული ვაქცინა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს გადავცემთ. გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და "სინოფარმის" ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ
," - განმარტა საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge -ზე.
Print