ახალი ამბები
ვანში მომხდარ ინცინდენტზე ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს
FaceBook
ქუთაისის მერობის კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძემ, ვანში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებას მიმართა.

იგი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მომხდარზე შესაბამისი უწყებიდან რეაგირების იმედი არ აქვს.

"პროვოკაციისთვის იყვნენ მოგზავნილი ჩვენს წარდგენაზე. ​იმედი არ მაქვს, რომ რეაგირებას მოახდენენ
", - განაცხადა  ხატია დეკანოიძემ.

დღეს, ვანში, ოპოზიციის მიერ მერობისა და მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატების წარადგინაზე  ორი პირი მივიდა, რომლებმაც ადგილზე მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციური ტელევიზიების დამფუძნებლებს აგინებდნენ. ინცინდენტის მონაწილეებმა ტერიტორია მალევე, ავტომანქანით დატოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი პირი ვანის მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" თანამშრომელი კახა კამკამიძეა, ხოლო მეორე, ოპოზიციის ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ზაალ გერსამია.

ოპოზიციამ ვანში მერობის კანდიდატად ბადრი მებურიშვილი წარადგინა.
Print