ახალი ამბები
ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ
FaceBook
ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ.

შემოწმება სავალდებულო იქნება და ამ პასუხისმგებლობას კანონი დამსაქმებელს აკისრებს.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამედიცინო შემოწმება ყველა სფეროს წარმომადგენელს ეხება, ვისაც ღამის სმენაში უწევს მუშაობა.

,,გამომდინარე იმ რისკებიდან, რომელიც ღამის სმენას ახლავს,  დამტკიცდა ეს კანონპროექტი. შრომის კოდექსში ადრეც იყო ამაზე საუბარი, თუმცა, ახლა უფრო დაზუსტდა'',- აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა დაქირავებასაც დამსაქმებელი აპირებს, მათ წინასწარი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ. შემდეგი შემოწმების დროს კი,  მათ პირვანდელ მონაცემებს გაითვალისწინებენ.

პერიოდული სამედიცინო გასინჯვები წელიწადში ერთხელ ტარდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ექვს თვეში ერთხელ.

ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი არის:

ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდში მუშაობს არანაკლებ 3 საათს; ასევე, პირი, რომელიც წლის განმავლობაში დროის არანაკლებ ერთ მეოთხედს მუშაობს 22 საათიდან 6 საათამდე პერიოდში.

Print