ახალი ამბები
ვის ეზღუდება გაფიცვა?!
FaceBook
საქართველოში არსებობს პროფესიები, რომლის წარმომადგენლებსაც გაფიცვის უფლება შეზღუდული აქვთ.

თუ თქვენ მუშაობთ სასწრაფო დახმარების სამსახურში,  წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და კიდევ 11 სხვა  სფეროში, პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, რადგან თქვენი პროფესია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას მიეკუთვნება.

მთავრობამ უკვე განსაზღვრა რომელია ასეთი პროფესიები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური;
სტაციონარული დაწესებულებები ან/და ამბულატორიული დაწესებულების გადაუდებელი დახმარების სამსახურები;
ელექტროენერგიის წარმოების, განაწილების, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სფერო;
წყალმომარაგებისა და წყალარინების სფერო;
სატელეფონო კავშირგაბმულობის სფერო;
საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფერო;
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სამსახურები, მათ შორის:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მისი სისტემის დაწესებულებები;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სისტემის დაწესებულებები;
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი სისტემის დაწესებულებები;
სასამართლო ორგანოები;
დასუფთავების მუნიციპალური სამსახურები;
სახანძრო უსაფრთხოების და სამაშველო სამსახურები;
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფერო.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში დასაქმებულებს გაფიცვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ მათ მიერ მუშაობის შეჩერებით მომხმარებელი არ ზარალდება.

Print