ახალი ამბები																												
					
				
										
											საქართველომ "სინოფარმის" 100 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									11:29 / 11.09.2021								
							
						
					 
					
						
				
			
			
												საქართველოს ,,წითელმა ჯვარმა'' ჩინეთის ,,წითელი
ჯვრისგან'' 100 ათასი დოზა ,,სინოფარმი'' მიიღო.
საჩუქრად მიღებული ვაქცინა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ "სინოფარმის"
ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის
სამინისტროს გადავცემთ. გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ
უმნიშვნელოვანეს საქმეში და "სინოფარმის" ვაქცინის მოლოდინში მყოფი
ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ,"
-განმარტა საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოების პრეზიდენტმა,
ნათია ლოლაძემ.
აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge -ზე.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები