ახალი ამბები
ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს მოწმობები გადაეცათ
FaceBook
#59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დროებით მოწმობები  გადასცა.

კანდიდატებისთვის მოწმობების გადაცემა ოქროს ჩარდახის ეზოში მოხდა. 

თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის  მერის პოსტზე კენჭისყრის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა:

"ქართული ოცნება" - იოსებ ხახალეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" - ხატია დეკანოიძე 

"გიორგი გახარია - საქართველოსთვის" - გიორგი გოგუაძე

"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები"- გიორგი ონიანი

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლი"-  ანდრო ლოსაბერიძე

#59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განმარტებით, ადმინსტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო ყველა სუბიექტისთვის დემოკრატიული და თანაბარუფლებიანი იყოს. 

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

Print