ახალი ამბები
ევროკავშირის მხარდაჭერით ქუთაისში ხუთი პროექტი ფინანსდება
FaceBook
Საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მასშტაბით ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება.

რეაბილიტაცია შეეხება Დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალურ შადრევანს. რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილია 573 808 ლარი.

ასევე, მაჩაბლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობას და მოწყობას, რომელიც ხელს უწყობს საგზაო უსაფრთხოების ზრდას (597`717 ლარი).

პროექტის ფარგლებში მოხდება Რუსთაველის გამზირისა და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია (254 443 ლარი).

ასევე, Სააკაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა, რომელიც ხელს უწყობს საგზაო უსაფრთოების ზრდას (1`317`006. ლარი).

განვითარების პროგრამის ფარგლებში, მეხუთე პროექტი კი Აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაა ( 740 928 ლარი).

Ამ უკანასკნელის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის 2018 წელს გაცემული დაპირება იყო, Თუმცა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.

აღნიშნული ხუთი ობიექტის რეკონსტრუქციისთვის ჯამში 3 483 902 ლარი დაიხარჯება.

მერიამ ტენდერები უკვე გამოაცხადა.

რაც შეეხება 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას, იგი გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარებისთვის 11 მუნიციპალიტეტს 5 მილიონი ლარის გრანტი გადაეცა.

ეს გრანტები მთავრობის 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამის ნაწილია, სადაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსება იქნება.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.





Print