ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ბალახვნის კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
სამწლიანი დაპირების შემდეგ, ქუთაისის მერიამ ბალახვნის კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.


მუნიციპალიტეტს სამუშაოებისთვის ბიუჯეტში თანხა ისევ არ აღმოაჩნდა და სამი წლის წინ გასაკეთებელი პროექტის დაფინანსება ევროკავშირისა და სახელმწიფოს ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში ითხოვა. რეგიონების განვითარების მიზნით შერჩეულ პროექტებს შორის ასსაფეხურიანი კიბეც მოხვდა, რისთვისაც 740 928 ლარი დაიხარჯება.

ბალახვნის კიბე "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში,  ქუთაისში ერთ-ერთი მასშტაბური დაპირებაა. მერიამ ჯერ პროექტი შეცვალა, შემდეგ კი თქვა, რომ სამუშაოებისთვის თანხა არ ჰქონდა. თვითმმართველობას დაპირება ისევ წინასაარჩევნოდ გაახსენდა.

უკვე არსებობს ესკიზიც, რომლის მიხედვითაც წლების განმავლობაში ამორტიზებულ კიბეს რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს. 



სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ხუთ თვეში უნდა დასრულდეს.



ამავე თემაზე:

ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება

ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ ჩაიშალა

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბენახეთ აქ
Print