ახალი ამბები
ქუთაისში ვაქცინაციის ერთი მოძრავი პუნქტია
FaceBook
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ქუთაისშიც ხელმისაწვდომია.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ამისთვის, ჯერჯერობით,  მხოლოდ ერთი სპეციალური ავტობუსია  გამოყოფილი. მოძრავი ავტობუსი, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებაა შესაძლებელი, მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის თქმით, მოძრავ პუნქტს,  შესაძლოა, კიდევ ორი დაემატოს.

"ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი გადაადგილდება ან Მოთხოვნის მიხედვით კონკრეტულ ადგილებზე, ან ჩერდება სხვადასხვა ხალხმრავალ ლოკაციაზე ", - ამბობს გოჩა გიორგიძე.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან – 20:00-მდე მუშაობს.

10 სექტემბრის მონაცემით,  იმერეთში 5035-მა მოქალაქემ აიცრა. ჩატარებული Აცრების რაოდენობით პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ აჭარა. Ამ ჩამონათვალში იმერეთი მესამე პოზიციაზეა.


Print