ახალი ამბები
2 262 ინფიცირებული, 54 გარდაცვლილი - 10 სექტემბრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა.
გამოჯანმრთელდა 2 795 პირი, გარდაიცვალა 54 ადამიანი.

ჯამური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე​ კორონავირუსი დადასტურებული აქვს 575 210 ადამიანს. გამოჯანმრთელებულია 534 559, ხოლო გარდაცვლილია 8 089 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,  დღიური მაჩვენებელი არის 6.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.42%.

რეგიონების მიხედვით 10 სექტემბრის მონაცემები ასე ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა - 211, იმერეთი - 335, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 139, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 216, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 32 536,  საიდანაც:

6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 674, აჭარაში - 699, იმერეთში - 1 106.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 167, იმერეთში - 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.
Print