ახალი ამბები
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე 208 ქართველია დასაქმებული
FaceBook
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე მუშაობის სურვილი საქართველოს 100 000-მდე მოქალაქემ გამოთქვა, თუმცა აქედან მხოლოდ 208 პირი დასაქმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანული მხარის მიერ ყოველდღიურად ხდება ახალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, საშემოდგომო სამუშაოებზე. 

თავდაპირველად, საქართველოს მოქალაქეთათვის სამუშაო კვოტა 500 დასაქმებულით იყო განსაზღვრული, რომელიც მოგვიანებით 5 000-მდე გაიზარდა.

გარდა გერმანიისა, საქართველოს შრომით მიგრაციაზე შეთანხმება კიდევ ორ ქვეყანასთან  - ისრაელთან და საფრანგეთთან აქვს გაფორმებული

Print