ახალი ამბები
თეთრ ხიდზე დაზიანებული შუშა შეცვალეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ თეთრ ხიდზე დაზიანებული შუშა შეცვალა.

ხიდზე შუშის საფარი 25 აგვისტოს დაზიანდა. ეს ხიდის ზედაპირის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. გახსნის დღიდან ხიდზე ხან შუშა დაიბზარა, ხან რკინის საფარი გაფუჭდა.

ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ხიდის არც ვიზუალი და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი აღმოჩნდა მისაღები.
Print
თეგები: #თეთრი ხიდი