ახალი ამბები
ქუთაისში ფეხსაცმლის მაღაზია ,,ფლო’’ გაიხსნა
FaceBook
ფეხსაცმლის თურქულმა საწარმომ ,,ფლო"" ქუთაისში მაღაზია გახსნა.  

მაღაზია ,,ფლო“ ,,კინო საქართველო"-ს ყოფილ შენობაში განთავსდა. მაღაზია დღეს მფლობელებთან ერთად ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა გახსნა.

მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც სპორტული, ისე კლასიკური ხაზი.
მაღაზიაში ,,ფლოს’’ მიერ შეკერილი ფეხსაცმილის გარდა, ,,ადიდასის’’, ,,პუმას’’ ,,ნაიკის’’, ,,დოკერსის’’, ლამბერ ჯეკის’’ და ”პოლარისის” კოლექციებიც გაიყიდება.

,,კინო საქართველო"-ს ყოფილ შენობაში ეს უკვე მეორე ბრენდ მაღაზიაა. მომავალ წელს კი შენობაში 6 დარბაზიანი კინოთეატრის გახსნა იგეგმება.
Print