ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში მასწავლებელთა 80%-ზე მეტი აცრილია
FaceBook
ქუთაისის 38 საჯარო სკოლის 1945 პედაგოგი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია.
რესურცენტრის მონაცემებით,  ვაქცინაცია მასწავლებლების 83.11%-მა ჩაიტარა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, პედაგოგებში იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

,,დღესაც იცრის რამდენიმე პედაგოგი, ზოგმა გადაავადა, თუმცა, ეს ჯანმრთელობის მიზეზის გამო მოხდა. საერთო ჯამში, იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს'',- ამბობს მაია ცქიტიშვვილი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.


2021 წლის 15 მარტიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში სულ ჩატარებულია 1 314 104 აცრა.



Print